კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

    • Vbetnews

      ბოლო ამბები ფეხბურთის, კალათბურთის,ჩოგბურთის და რაგბის შესახებ

2 წლის შემდეგ ნიკოლოზ ბასილაშვილი ჰამბურგის ტურნირზე ითამაშებს

ნიკოლოზ ბასილაშვილი ATP 500 HAMBURG EUROPEAN OPEN მონაწილეობს

Image source: Getty Images

საქართველოს პირველი და მსოფლიოს 29-ე ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაშვილი გერმანიის ქალაქ ჰამბურგშია და ATP 500-ში მონაწილეობს.
აღვნიშნოთ, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილი ჰამბურგის ღია პირველობის 2018 და 2019 წლის გამარჯვებულია. 2021 წელს ნიკოლოზ ბასილაშვილს 2019 წელს გამომუშავებული 500 ქულის დაცვა მოუწევს.
სტეფანოს ციციპასის და პაბლო კარენო ბუსტას შემდეგ, ჰამბურგის ევროპულ ღია ტურნირზე ბასილაშვილი მესამე ნომრად არის განთესილი და ტურნირზე პირდაპირ მეორე წრიდან ჩაერთვება, სადაც კორენტინ მუტესა და სებასტიან ბაესს შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება.
წყარო – atptour.com

 

 

 

 

 

 

რამდენი ქულა დაუწერა SofaScore-მა ვაკო ყაზაიშვილს მოგებული მატჩის შემდეგ (ფოტო)