კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

    • Vbetnews

      ბოლო ამბები ფეხბურთის, კალათბურთის,ჩოგბურთის და რაგბის შესახებ

2 წითელი ბარათი, 3 პენალტი და “დინამოს” მე-7 გამარჯვება (ვიდეო)

დედაქალაქური დერბი დინამოს გამარჯვებით დასრულდა

Image source: erovnuliliga.ge

 

ეროვნული ლიგის მე-12 ტურის გადადებული მატჩი, თბილისის “დინამომ” “საბურთალოს” წინააღმდეგ გუშინ “დინამო არენაზე” გამართა.

მატჩი მასპინძლების აშკარა უპირატესობით დაიწყო. მე-12 წუთზე ანგარიში ნოდარ ქავთარაძემ თერთმეტმეტრიანი დარტყმით გახსნა. 21-ე წუთზე კი უკვე ქავთარაძის გადაცემით გიორგი პაპავამ მეორე გოლიც გაიტანა.

პირველი ტაიმის მიწურულს ნოდარ ქავთარაძემ კიდევ ერთხელ გამოიჩინა თავი გატანილი გოლით – დუბლი მიითვალა და სხვაობა 3-მდე გაზარდა. შესვენებამდე მატჩის მთავარმა არბიტრმა უხეშობისთვის მოქმედი ჩემპიონების კაპიტანს, გიორგი პაპავას მეორე ყვითელი ბარათი უჩვენა და მოედნიდან გააძევა. საჯარიმოში ვიქტორ მონხილის უხეშობას კიდევ ერთი წითელი ბარათი და პენალტი მოჰყვა. როინ კვასხვაძის წინააღმდეგ ამჯერადაც მარგველაშვილი აღმოჩნდა, თუმცა საბურთალოს კაპიტნის დარტყმული ძელმა მოიგერია.

მეორე ტაიმში რიცხობრივ უპირატესობაში მყოფი “საბურთალო” მეტად გააქტიურდა და გოლის გატანა მხოლოდ 71′-ე წუთზე შეძლო – თერთმეთმეტრიანი დარტყმა გაგი მარგველაშვილმა შეასრულა და ანგარიშში სხვაობა ორამდე შეამცირა. საბოლოოდ თბილისის “დინამომ” “საბურთალო” 3:1 ანგარიშით დაამარცხა

 

“დინამომ” 25 ქულა დააგროვა და ეროვნული ლიგის ცხრილში მეორე ადგილს იკავებს. “საბურთალო” კი 20 ქულით მე-4 ადგილზე იმყოფება.

 

 

 

წყარო – erovnuliliga.ge

 

 

 

 

 

სეზონის პირველი “ელ კლასიკო”: გუნდების ერთიანი შემადგენლობები ლა ლიგის ვერსიით (ფოტო)