კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

19 წლის ქართველი ჩოგბურთელი W15 კაიროს ტურნირის როგორც ერთეულთა ასევე წყვილთა თანრიგშიც მონაწილეობს

ზოზია ქარდავა წყვილთა და ერთეულთა თანრიგში კაიროში იასპარეზებს

Image source: Zoziya Kardava ინსტაგრამის გვერდი

 

ეგვიპტის დედაქალაქ კაიროში ასპარეზობს 19 წლის ქართველი ჩოგბურთელი ზოზია ქარდავა.

ITF-ის W15 000-იან ტურნირის პირველ წრეში ქარდავას მეტოქე ეგვიპტელი იასმინ ეზზატია, რომელიც WTA-ს რეიტინგში 1279-ე ადგილზეა. ზოზია ქარდავა ასევე წყვილთა თანრიგშიც მონაწილეობს.

ზოზია ეგვიპტელ სანდრა სამირთან ერთად 1/4-ფინალურ მატჩს რუსულ-სლოვაკური, ანასტასია ზოლოტარიოვასა და ბარბორა მატუსოვას წყვილის წინააღმდეგ გამართავს.

აღვნიშნოთ, რომ კაიროში მიმდინარე ტურნირის საპრიზო ფონდი კი 15 ათას ევროს შეადგენს და 18 აპრილამდე გაგრძელდება.

 

 

 

 

წყარო – itftennis.com

 

 

 

 

 

 

გიორგი ათაბეგაშვილი: “ოლიმპიადისთვის ნაკრების დაკომპლექტება მიმდინარეობს”