კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

16 საინტერესო ფაქტი ტოკიოს ოლიმპიური თამაშების მონაწილის – სანდრო ბაზაძის შესახებ

საინტერესო ფაქტები ოლიმპიური თამაშების მონაწილეს შესახებ - სანდრო ბაზაძე

Image source: საქართველოს ფარიკაობის ფედერაციის ფეისბუქ გვერდი

 

ტოკიოს ოლიმპიური თამაშების დაწყებამდე 7 დღე დარჩა. მანამდე კი საქართველოს ფარიკაობის ფედერაცია კიდევ ერთხელ წარმოგვიდგენს ქართველ მოფარიკავეს სანდრო ბაზაძეს.

გვთავაზობთ რამდენიმე საინტერესო ფაქტი სანდრო ბაზაძის ცხოვრებიდან და კარიერიდან.

1. სანდრო ბაზაძე საქართველოს 8-გზის ჩემპიონია, პირველად 2010 წელს, ბოლოს 2019-ში (2020,2021 წლებში პანდემიის გამო არ ჩატარებულა)
2. სანდრო ბაზაძე 2013 წელს ბუდაპეშტში, იუნიორთა შორის ევროპის ჩემპიონი გახდა
3. სანდრო ბაზაძე ევროპის 23-წლამდე ჩემპიონატის ორგზის ჩემპიონია (2014 თბილისი, 2016 პლოვდივი)
4. სანდრო ბაზაძეს მსოფლიო თასი – სატელიტის 3 ოქროს (2016-სტამბული, 2019-პლოვდივი, 2019 – თბილისი) და ერთი ვერცხლის (2018-თბილისი) მედალი აქვს
5. სანდრო ბაზაძემ 2016 წელს, რიო დე ჟანეიროს ოლიმპიური თამაშების სალიცენზიო ტურნირზე ოქროს მედალი მოიპოვა
6. სანდრო ბაზაძემ მსოფლიო თასზე ერთი ვერცხლის(2016 მადრიდი) და ერთი ბრინჯაოს (2021 ბუდაპეშტი) მედალი აქვს მოპოვებული
7. სანდრო ბაზაძეს გრან პრიზე ორჯერ გავიდა მესამე ადგილებზე (2019 კაირო, 2020 მონრეალი)
8. სანდრო ბაზაძე ზედიზედ სამჯერ ევროპის ჩემპიონატების ბრინჯაოს პრიზიორია (2017 თბილისი, 2018 ნოვი სადი, 2019 დიუსელდორფი)
9. სანდრო ბაზაძემ 2018 წელს მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ხმლით მოფარიკავეთა ნაკრებთან (ბექა ბაზაძე, მიხეილ მარდალეიშვილი, ვაჟა რეჭია) ერთად მე-4 ადგილი დაიკავა. იმ წელს ოლიმპიურ სახეობებში ეს საქართველოში საუკეთესო შედეგი გახლდათ.
10. სანდრო ბაზაძე მსოფლიო რეიტინგში მე-7 ადგილზეა
11. სანდრო ბაზაძე მესამე ქართველი მოფარიკავეა, გურამ კოსტავასა და ნუგზარ ასათიანის შემდეგ, რომელიც მეორე ოლიმპიადაზე იასპარეზებს.
12. სანდრო ბაზაძე დამოუკიდებელი საქართველოს სახელით მეორე ქართველი მოფარიკავე გახდა, რომელმაც ოლიმპიურ თამაშებზე იასპარეზა, რიო დე ჟანეიროში სანდრომ ბრაზილიელი დაამარცხა, შემდეგ კი დრამატულ ბრძოლაში სამხრეთ კორეელ წააგო.
13. სანდრო ბაზაძის პირადი მწვრთნელი მერაბ ბაზაძეა, ოლიმპიური თამაშებისთვის კი სანდრო სპეციალური პროგრამით, მსოფლიოში გამორჩეულ და ყველაზე ტიტულოვან ხმლით ფარიკაობის მწვრთნელ ფრანგ, კრისტიან ბაუერთან ემზადება.
14. სანდრო ბაზაძის ძმა, მეგობარი, მეტოქე, პარტნიორი, გულშემატკივარი, უბრალოდ დიდი ადამიანი და კარგი მოფარიკავე – ბექა ბაზაძე
15. სანდრო ბაზაძის ყავს მეუღლე სალომე გლოველი და ვაჟი – პატარა დაჩი
16. და ბოლოს ადამიანი რომლის გარეშე არცერთი ფაქტი არ იქნებოდა. მერაბ ბაზაძე – მამა, მწვრთნელი და დღეს საქართველოს ფარიკაობის ფედერაციის პრეზიდენტი

 

 

 

 

წყარო  – საქართველოს ფარიკაობის ფედერაცია

 

 

 

 

 

ხვიჩა კვარაცხელიამ თავის მომავალზე ისაუბრა: “ყველაფერი ისე იქნება, როგორც საჭიროა”