კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

15 წლის წინ ზუსტად ამ დღეს ჰენრიკ ლარსონმა “ბარსელონა” ჩემპიონთა ლიგის ფინალში გადაარჩინა (ვიდეო)

ჰენრიკ ლარსონმა ზუსტად ამ დღეს გუნდი ფინალში გაიყვანა

 

2006 წლის 17 მაისს “ბარსელონა” და “არსენალი” პარიზში, ჩემპიონთა ლიგის ფინალში შეხვდნენ ერთმანეთს.

მატჩის დასაწყისშივე “მეთოფეები” კაცნაკლული დარჩნენ, რადგანაც იენს ლემანი თამაშის წესების დარღვევის გამო გააძევეს.

თუმცა, მეკარის გაძევებამ “არსენალი” არ შეაშფოთა. შუა ტაიმში ლონდონის კლუბმა მატჩის ანგარიში გახსნა. ტიერი ანრის პასის შემდეგ სოლ კემპბელმა თავით გაიტანა.

ბარსელონა” საერთო ჯამში არც თუ ისე ბევრ სახიფათო მომენტს ქმნიდა. “არსენალის” ფეხბურთელები ძალიან კარგად თამაშობდნენ რონალდინიოს, დეკუს და სამუელ ეტო’ოს  წინააღმდეგ. ტიერი ანრიმ კი მე-2 ტაიმში რამდენიმეჯერ კონტრშეტევაზე მარტომ წავიდა და  მეორე გოლის გატანასაც სულ ცოტა დააკლდა.

ამ მატჩის გმირი კი გახდა ჰენრიკ ლარსონი.

წყარო – UEFA Champions League

 

 

 

 

 

 

 

 

ვაკო გვილია “ლეგიაზე”: “ეს გუნდი ბევრს იმსახურებს”