კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

13-წლამდე კალათბურთელთა გუნდები ბალტიის ლიგაში საასპარეზოდ გაემგზავრნენ

Image source: BBBL ფეისბუქ გვერდი

 

საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პროექტის თანახმად “Junior NBA-GBF” ლიგის წარმატებულ გუნდებს ფედერაცია თანადაფინანსებას უწევს, რათა მათ საერთაშორისო ასპარეზზე თავის გამოჩენისა და გამოცდილების მიღების შესაძლებლობა მიეცეთ.

გასული სეზონის “Junior NBA-GBF”-ის ა ლიგაში საპრიზო სამეული ამ თანმიმდევრობით განაწილდა:

1. “თბილისი ბასკეტ იბერი”
2. “ვინგსი”
3. “ოვერტაიმი”

სწორედ ამ გუნდებმა მიიღეს საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციისგან თანადაფინანსება და დღეს, გამთენიისას სამივე მათგანი ესტონეთის დაბა კაარიკუში გაემგზავრება, სადაც ბალტიის ლიგის ახალი სეზონი იწყება 13-წლამდე მოზარდებს შორის.

ტურნირში მთლიანობაში 8 გუნდი მონაწილეობს, საიდანაც 3 ქართულია. პირველი წრის მატჩები ესტონეთში 29-31 ოქტომბერს გაიმართება.

 

 

 

წყარო – gbf.ge

 

საქართველოს 17-წლამდე ვაჟთა ნაკრები ესტონეთის წინააღმდეგ მატჩისთვის სრული შემადგენლობით ემზადება