კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

“100 პროცენტით მზად ვარ!” დღეს თორნიკე შენგელია “ბასკონიასთან” ერთად ფინალში გასვლისთვის იბრძოლებს

შენგელია სეზონის სიმბოლურში

Image source: Getty Images

 

ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატში დღეს თორნიკე შენგელიას “ბასკონია” “ვალენსიას” დაუპირისპირდება და გამარჯვების შემთხვევაში ფინალში საგზურს მოიპოვებს.

მატჩის წინ ქართველმა ლეგიონერმა მწვრთნელთან ერთად პრესკომფერენცია გამართა და მოახლოებულ შეხვედრაზე ისაუბრა.

“გვიხარია, რომ ნახევარფინალში ვართ, თუმცა, წინ მთავარი მატჩები გველის. კიდევ უფრო დამაჯერებლად უნდა ვიყოთ და მოვიგოთ, რადგანაც წაგების შემთხვევაში, ის რაც მანამდე გავაკეთეთ, ფასეულობას დაკარგავს.  ვფიქრობ, რომ გამოკვეთილი ფავორიტი არ არის და ყველაფერს მცირე დეტალები გადაწყვეტს.

ამ პერიოდში ხელი, ტერფი და წელი მაწუხებდა, მაგრამ სასიხარულოდ რამდენიმე დღის განმავლობაში დასვენების საშუალება მქონდა და ახლა 100%-ით მზად ვარ.

ვწუხვართ, რომ თამაში ცარიელი ტრიბუნებით ჩაივლის. ქომაგების მხარდაჭერა მეტ ენერგიას მოგვცემდა” – განაცხადა შენგელიამ.

ვალენსიასა” და “ბასკონიას” დაპირისპირება თბილისის დროით 22:00 საათზე დაიწყება. მანამდე კი – 19:00 საათზე მეორე ნახევარფინალურ მატჩში ერთმანეთს “ბარსელონა” და “სან პაბლო ბურგოსი” დაუპირისპირდებიან.

წყარო – Saski Baskonia

ცნობილია გოგა ბითაძის “ინდიანა პეისერსის” მატჩების კალენდარი