კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

10-15%-ით შემცირდება ოლიმპიურ და პარალიმპურ თამაშებზე ოფიციალურ პირთა დასწრება

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი

Image source: geonoc

 

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ოფიციალური გვერდის ცნობით, IOC-ის საკოორდნიაციო კომისიასა და ტოკიო-2020-ის საორგანიზაციო კომიტეტს შორის შემდგარ ონლაინ-სხდომაზე მთლიანობაში 50 პუნქტი შემუშავდა, რომლებიც მიმართულ იქნება 2021 წელს ჩასატარებელი თამაშების გამარტივებისკენ.

საუბარია სფეროების მიხედვით ხარჯების, მომსახურე პერსონალის შემცირებაზე, სატრანსპორტო სამსახურის ოპტიმიზაციაზე. გარდა ამისა, არ ჩატარდება თამაშების გახსნამდე ოლიმპიურ სოფელში ტრადიციად ქცეულ მისასალმებელი ცერემონია მონაწილე ქვეყნების ოლიმპიური დელეგაციების მონაწილეობით, 10-15%-ით შემცირდება ოლიმპიურ და პარალიმპურ თამაშებზე ოფიციალურ პირთა დასწრება. შესაბამისი ზომები მიმართულია ხარჯების მაქსიმალურად შესამცირებლად, თამაშების უსაფრთხოდ და ეფექტურად ჩასატარებლად.

ტოკიო-2020-ის საორგანიზაციო კომიტეტი სახსრების ეკონომიაზე ინფორმაციას წარმოადგენს ოქტომბერში დაგეგმილ IOC-ის აღმასრულებელი საბჭოს სხდომაზე.

 

წყარო – geonoc.org.ge

 

 

 

ლევან შენგელია ისევ სუპერლიგის ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა (ფოტო)