კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

​საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრების პირველი საშინაო მარცხი საკვალიფიკაციო ეტაპზე

მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გამართული მატჩი სტუმართა გამარჯვებით, ანგარიშით - 0:3 დასრულდა

Image source: gff.ge

 

საქართველოს ქალთა ეროვნულმა ნაკრებმა 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მეორე შეხვედრა ფინეთის წინააღმდეგ ჩაატარა. “მიხეილ მესხის” სახელობის სტადიონზე გამართული მატჩი სტუმართა გამარჯვებით, ანგარიშით – 0:3 დასრულდა.

ანგარიში მე-17′ წუთზე გაიხსნა, შორეული დარტყმით თეონა სუხაშვილის კარი ლინდა სალსტრიომმა აიღო. სტუმრებმა უპირატესობის გაზრდა 68′-ე წუთზე შეძლეს, საკუთარი გუნდის სწრაფი კონტრშეტევა შედეგიანი დარტყმით სანი ფრანსმა დაასრულა. საბოლოო შედეგი მალევე დაფიქსირდა, 71′-ე წუთზე 11-მეტრიანი ზუსტად ემი ალანენმა შეასრულა.

​საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრები 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ფარგლებში მომდევნო შეხვედრას სტუმრად სლოვაკეთის წინააღმდეგ გამართავს. მატჩი 26 ოქტომბერს თბილისის დროით 18:30 საათზე დაიწყება.

 

 

 

 

 

 

წყარო – nakrebi.ge

 

 

რუსეთში მოთამაშე ქართველი ფეხბურთელი, რომელიც საქართველოს ნაკრებს წაადგებოდა