კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

    • Vbetnews

      ბოლო ამბები ფეხბურთის, კალათბურთის,ჩოგბურთის და რაგბის შესახებ

ჯაბა კანკავა ყაზახური პრემიერ ლიგის 33-ე ტურის სიმბოლურ გუნდში მოხვდა (ფოტო)

Image source: Fc Tobol

 

საფეხბურთო კლუბ “ტობოლის” ნახევარმცველი და საქართველოს ნაკრების კაპიტანი ჯაბა კანკავა ყაზახური პრემიერ ლიგის 33-ე ტურის სიმბოლურ გუნდში დაასახელეს.

მიმდინარე სეზონში 33 წლის ქართველი ლეგიონერი ჩემპიონატის საუკეთესო თერთმეტეულში უკვე მეოთხედ ხვდება.

კანკავას წყალობით “აქტობეს” წინააღმდეგ მატჩში “ტობოლის” ცენტრალური ხაზი საიმედოდ გამოიყურებოდა. ჯაბა  ორთაბრძოლაში თამამად ერთვებოდა და გუნდის შეტევებს იწყებდა. მის ანგარიშზე 6 ართმევა, 10 ჩაჭრა, 11 შეტევის შეჩერება და 5-დან 5 მოგებული საჰაერო ორთაბრძოლაა – ასევე 106 პასი, საიდან 95 პროცენტი ზუსტი იყო, რაც ტურში საუკეთესო მაჩვენებელია – მისი მოქმედებების კოეფიციენტმა 299 ქულა შეადგინა“ – წერს ყაზახეთის პროფესიონალური საფეხბურთო ლიგის ოფიციალური ვებგვერდი.

წყარო – ПФЛК | Профессиональная Футбольная Лига

საქართველოს ნაკრების მეტოქეს საკადრო პრობლემები უფრო გაურთულდა. რა შემადგენლობით ემზადება შვეიცარია?