კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

    • Vbetnews

      ბოლო ამბები ფეხბურთის, კალათბურთის,ჩოგბურთის და რაგბის შესახებ

ხვიჩა კვარაცხელია დუბლის ავტორი გახდა ამხანაგურ მატჩში (ვიდეო)

Image source: rubin-kazan.ru

 

ყაზანის „რუბინის“ ერთადერთმა ქართველმა ფეხბურთელმა ხვიჩა კვარაცხელიამ ამხანაგურ მატჩში დუბლის შესრულება მოახერხა. „რუბინის“ ნაციონალური საფეხბურთო ლიგის კლუბ „ნიჟნი ნოვგოროდს“ თურქეთის ქალაქ ბელეკში დაუპირისპირდა და 3:1 ანგარიში იმარჯვა.

კვარაცხელიამ საოცრად ითამაშა და პირველი გოლიც მან გაიტანა. ხვიჩამ ანგარიში თამაშის მე-19 წუთზე საოცარი გოლით გახსნა, ხოლო 78′-ე წუთზე საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. ხვიჩა მოედანზე 80′ წუთი დაჰყო.

„რუბინი“ სეზონის განახლებამდე ამხანაგურ მატჩებს კიდევ გამართავს.

წყარო – FC Rubin Kazan