კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

ხვიჩა კვარაცხელიამ “რუბინში” სადებიუტო მატჩში “ლოკომოტივს” გოლი გაუტანა! (ვიდეო)

Image source: Championat

რუსეთის პრემიერლიგის პირველი ტური მოსკოვის „ლოკომოტივისა“ და ყაზანის „რუბინის“ მატჩით დასრულდა. მასპინძელთა რიგებში ტრავმირებულ საბა კვირკველიას არ უთამაშია, ხოლო სტუმართა შორის ხვიჩა კვარაცხელიასა და ზურიკო დავითაშვილის დებიუტი შედგა.

დავითაშვილი ძირითად შემადგენლობაში იყო და 66-ე წუთზე კვარაცხელიამ შეცვალა. ხვიჩა კი შეხვედრის გმირი გახდა და ყოფილ გუნდს გოლი გაუტანა! 76-ე წუთზე, როდესაც ანგარიში მასპინძელთა სასარგებლოდ 1:0 გახლდათ, ხვიჩამ თავური დარტყმით მოახერხა გატანა და გოლი არ აღუნიშნავს.

მოგეხსენებათ, კვარაცხელიამ გასული სეზონის მეორე ნახევარი სწორედ „ლოკომოტივში“ გაატარა, 10 მატჩში 1 გოლი გაიტანა და სწორედ „რუბინთან“. ამჯერად, 18 წლის ქართველმა პირიქით მოახერხა…

„რუბინის“ კიდევ ერთი ქართველი ფეხბურთელი ბექა მიქელთაძე სათადარიგო სკამიდან არ წამომდგარა.

 

 

“რუსთავმა” ორი ფეხბურთელი დაიმატა