კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

ცნობილია საქართველო – ესტონეთის ნაკრებთა მატჩის მსაჯთა ბრიგადა

ირფან პელტო მთავარი მსაჯი იქნება საქართველო-ესტონეთის მატჩის

Image source: Getty Images

 

საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის მე-6 ტურის მატჩში ესტონეთს უმასპინძლებს. ცნობილია ხსენებული მატჩის მსაჯთა ბრიგადა.

უეფას ვებ-გვერდის ცნობით, საქართველო – ესტონეთის თამაშს ბოსნიელი არბიტრები განსჯიან. მთავარი მსაჯი 36 წლის ირფან პელტო იქნება, ხოლო ასისტენტები სენად იბრისიმბეგოვიჩი და დავორ ბელჟო იქნებიან, მეოთხე მსაჯი – ადმირ შეჰოვიჩი.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრები სეზონის ბოლო მატჩში ესტონეთს “დინამო არენაზე” უმასპინძლებს. მატჩი თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება და საქართველოს პირველი არხი პირდაპირ ეთერში გააშუქებს.

 

 

 

წყარო – uefa.com

 

 

 

 

 

 

თუ რისთვის IOC-ის პრეზიდენტმა პრემიერ-მინისტრი სინძო აბე ოლიმპიური ორდენით დააჯილდოვა