კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

“ჩიხურას” ქამ-ბექი ლუქსემბურგში! (ვიდეო)

Image source: FC Chikhura Sachkhere

საჩხერის „ჩიხურა“ ევროპის ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპთან ძალიან ახლოსაა. სოსო ფრუიძის გუნდმა პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის სასტარო მატჩი ლუქსემბურგში „ფოლა ეშთან“ ჩაატარა და 2:1 მოიგო.

რაც იმას ნიშნავს, რომ საპასუხო თამაშის წინ აშკარა ფავორიტად იქცა და თბილისში მოპოვებული უპირატესობის დაცვის დიდი შანსი ექნება.

არადა, დღევანდელი მატჩი იმერლებისთვის კარგად არ დაწყებულა და პირველი ტაიმი წააგეს კიდეც. სინანმა პენალტი ზუსტად შეასრულა. თუმცა, მეორე ნახევარში „ჩიხურამ“ ქამ-ბექი შეასრულა. ჯერ მიშიკო სარდალიშვილმა დაამატა ხარიხიდან ასხლეტილ ბურთს და გაათანაბრა, ხოლო თამაშის დასრულებამდე 5 წუთით ადრე კორიფაძემ პენალტით გამარჯვების გოლი გაიტანა.

აქვე გეტყვით, რომ საპასუხო შეხვედრა ერთ კვირაში თბილისში გაიმართება.

„ფოლა ეში“ – „ჩიხურა“ 1:2 (1:0)

გოლები: 1:0 სინანი (22, პენ), 1:1 სარდალიშვილი (59), 1:2 კორიფაძე (86, პენ)

 

ეფექტური გოლები და ლამაზი თამაში – “დინამომ” “ენგორდანი” გაანადგურა!