კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

“ჩელსიმ” ისევ ვერ მოიგო (ვიდეო)

Image source: Premier League

ინგლისის პრემიერლიგის მეორე ტურში ლონდონის „ჩელსი“ „ლესტერ სიტის“ დაუპირისპირდა და სეზონში პირველი გამარჯვების მოპოვებას გეგმავდა, მაგრამ ვერ მოახერხა.

ფრენკ ლამპარდის გუნდი პირველ ტურში „მანჩესტერ იუნაიტედთან“ 0:4 განადგურდა, რასაც ევროპის სუპერთასზე „ლივერპულთან“ პენალტების სერიაში მარცხიც მოჰყვა. თუმცა, „არისტოკრატებმა“ რეაბილიტაცია ვერ შეძლეს და ლამპარდს „ჩელსის“ თავკაცის რანგში სადებიუტო გამარჯვება ჯერაც არ მოუპოვებია.

ლონდონურმა გუნდმა „ლესტერთან“ შეხვედრა აქტიურად დაიწყო და უკვე მე-7 წუთზე დაწინაურდა. თავი მეისონ მოუნთმა გამოიჩინა. მასპინძლები უპირატესობას ამის მერეც ფლობდნენ, მაგრამ ეს ერთადერთი გოლი გამოდგა, რომელიც „ლესტერის“ კარში გავიდა. სამაგიეროდ, მეოე ტაიმში „მელიებმა“ მოახერხეს მეტოქის კარის აღება. გოლი კი ვილფრიდ ნდიდიმ გაიტანა – 1:1.

„ჩელსის“ ორი ტურის შემდეგ 1 ქულა აქვს, ხოლო „ლესტერის“ აქტივში 2 ქულაა.

„ჩელსი“ – „ლესტერი“ 1:1

გოლები: 1:0 მოუნთი (7), 1:1 ნდიდი (67)

 

მატჩის ვიდეომიმოხილვის ყურება შეგიძლიათ აქ.

 

განვითარების თასზე საქართველომ მოლდოვა გაანადგურა