კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

    • Vbetnews

      ბოლო ამბები ფეხბურთის, კალათბურთის,ჩოგბურთის და რაგბის შესახებ

“შალკემ” მტერი არ გაახარა

გერმანიის ბუნდესლიგის 31-ე ტურის გამორჩეული მატჩი „დორტმუნდსა“ და „შალკეს“ შორის შედგა. რურის დერბი ყოველთვის განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს და ახლაც არ ყოფილა გამონაკლისი.

„დორტმუნდი“ ჩემპიონობისთვის იბრძვის, ხოლო „შალკეს“ ძალიან წარუმატებელი სეზონი აქვს და გასავარდნი ზონის ზღავრზეა. ამიტომ, ფავორიტად მასპინძლები ითვლებოდნენ, მაგრამ „ხუმარებმა“ სეზონში საუკეთესო თამაში ჩაატარეს.

„შალკემ“ დანილ კალიჯური დუბლით, სალიფ სანესა და ბრილ ემბოლოს გოლებით „დორტმუნდს“ ჩემპიონობის შანსი ძალიან შეუმცირა და სეზონი შეიძლება ითქვას, ჩაუგდო. ლუსიენ ფავრის გუნდი მარიო გიოტცეს გოლით იგებდა, მაგრამ შემდეგ მთელი თამაში აგებდა და აქსელ ვიტსელის გოლი მხოლოდ პრესტიჟის გამოდგა.

„დორტმუნდი“ „ბაიერნს“ ისევ 1 ქულით ჩამორჩება, მაგრამ მიუნხენელები ხვალ აუტსაიდერ „ნიურნბერგს“ თუ დაამარცხებენ, სხვაობა 4 ქულამდე გაიზრდება, რისი აღმოფხვრაც სამ ტურში ურთულესი იქნება.

„დორტმუნდი“ – „შალკე“ 2:4 (1:2)

გოლები: 1:0 გიოტცე (14), 1:1 კალიჯური (18, პენ), 1:2 სანე (28), 1:3 კალიჯური (62), 2:3 ვიტსელი (84), 2:4 ემბოლო (86)

გაძევება: როისი (60), ვოლფი (65)

“ემპოლიმ” პრინციპული თამაში წააგო, მჭედლიძეს 4 წუთი დაუთმეს