კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

ყაზანის “რუბინმა” ბექა მიქელთაძის ბოლო წუთზე გატანილი გოლით მოიგო! (ვიდეო)

Image source: rubin-kazan

რუსეთის პრემიერლიგის მეორე ტურში ქართველების ყაზანის „რუბინი“ მოსკოვში, „დინამოს“ ესტუმრა და 1:0 დაამარცხა.

სამი ქულის მომტანი გოლი მსაჯის დამატებულ მესამე წუთზე ქართველმა ბექა მიქელთაძემ გაიტანა! ჩვენებურმა საგოლე შეტევა დაიწყო, ხვიჩა კვარაცხელიამ კარგად გააგრძელა, საგოლე პასი კი ბექას პაველ მოგილევეცმა გაუკეთა.

აღსანიშნავია, რომ მიქელთაძე „რუბინის“ მაისურით ოფიციალურ მატჩში მოედანზე პირველად გავიდა და დებიუტი გამარჯვების გოლით აღნიშნა. ქართველი თამაშში 46-ე წუთიდან ჩაერთო.

სასტარტო შემადგენლობაში იყო ზურიკო დავითაშვილი, რომელმაც 77-ე წუთამდე ითამაშა და მერე ადგილი ხვიჩა კვარაცხელიას დაუთმო.

აქვე გეტყვით, რომ „რუბინს“ ორ ტურში ორი გოლი აქვს გატანილი და ორივე ქართველების ანგარიშზეა – კვარაცხელია და მიქელთაძე. ყაზანელთა აქტივში ამ დროისთვის 4 ქულაა.

 

 

ხვალ კენჭისყრაა – “ჩიხურას” სავარაუდო მეტოქეები ევროპის ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე