კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

ქუთაისის “ტორპედოს” განცხადება ეროვნული ლიგის დასრულების შემდეგ

ტორპედო

Image source: FC Torpedo Kutaisi

 

საქართველოს საფეხბურთო ეროვნული ლიგის პლეი-ოფში ქუთაისის “ტორპედომ” ორი მატჩის ჯამში “გაგრას” (2:0, 1:1) მოუგო დასაქართველოს ჩემპიონატში ადგილი შეინარჩუნა. ახლა ქვეყნის უმაღლეს ლიგაში თამაშის გასაგრძელებლად ქუთაისელებს ისღა დარჩენიათ, ფეხბურთის ფედერაციის მიერ წაყენებული ლიცენზირების პირობები დააკმაყოფილონ.

ეროვნული ლიგის მომავალ სეზონში ადგილის დამკვიდრების შემდეგ ქუთაისურმა კლუბმა განცხადება გააკეთა, სადაც მადლობა გადაუხადა ფეხბურთელებს, სამწვრთნელო შტაბსსა და გულშემატკივარს.

“ეროვნული ლიგის, 2020 წლის გათამაშება დასრულდა. აღნიშნული სეზონი კლუბისთვის და გულშემატკივრებისთვის ძალზედ რთული და ხანგრძლივი აღმოჩნდა.
მიუხედავად ბევრი სირთულისა, ფინანსური კრიზისისა თუ კორონავირუსის შემოტევისა, გუნდმა შეძლო და ადგილი შეინარჩუნა უმაღლეს ლიგაში.
,,ტორპედო” ქუთაისი მადლობას უხდის თითოეულ ფეხბურთელს და სამწვრთნელო შტაბს. განსაკუთრებული მადლობა გვინდა ვუთხრათ ვლადიმერ ხაჩიძეს და მიხეილ აშვეთიას, გაწეული სამუშაოსთვის. აგრეთვე გვინდა მადლობა გადავუხადოთ ჩვენი გუნდის გულშემატკივარს. ყველამ იცის მათი როლი გუნდის ცხოვრებაში და არსებობაში, როგორი მნიშვნელოვანია. ჩვენი ერთად დგომით და მუშაობით შევძლებთ და ისევ მივაღწევთ იმ სიმაღლეებს რასაც ,,ტორპედო” იმსახურებს.”, – ნათქვამია განცხადებაში.

წყარო – FC Torpedo Kutaisi

საქართველოს ეროვნული ლიგის ტოპ-10 ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელი განახლებული რეიტინგით