კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

    • Vbetnews

      ბოლო ამბები ფეხბურთის, კალათბურთის,ჩოგბურთის და რაგბის შესახებ

ქართველი ფეხბურთელი ყაზახეთის ჩემპიონატის ყველაზე ძვირადღირებული მოთამაშეების სიაშია (ფოტო)

Image source: KazFootball.kz

 

ყაზახურმა KZ Football-მა ქვეყნის საფეხბურთო ჩემპიონატის მოთამაშეების სიმბოლური ნაკრები შეადგინა, სადაც ყველაზე მაღალი სატრანსფერო ღირებულების მქონე ფეხბურთელები შეიყვანა.

ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელების გუნდში შევიდა “ტობოლისა” და საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი, ნიკა კვეკვესკირი.

“ქართველი ლეგიონერი კოსტანაის კლუბში 2017 წლიდან თამაშობს. ამ პერიოდში მან 650 ათასიდან  1,5 მილიონამდე აიწია. არც ისე ცუდი მაჩვენებელია როგორც მოთამაშისთვის, ასევე მისი კლუბისთვის”, – წერს KZ Football-ი.

აღსანიშნავია, რომ “ტობოლში” თამაშობს საქართველოს ნაკრების კაპიტანი ჯაბა კანკავა, რომლის სატრანსფერო ღირებულება Transfermarkt-ის მონაცემებით 1 მილიონი ევროა.

აღვნიშნოთ ასევე, რომ ნიკა ყაზახეთის პრემიერ ლიგის განვლილი სეზონის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა.

წყარო – transfermarkt.de, KZ football

ნიკა კვეკვესკირი ყაზახეთის ჩემპიონატის სიმბოლურ გუნდში მოხვდა (ფოტო)