Image source: ფუტსალის ლიგა
დღეს, 20 იანვარს ფუტსალის ლიგის ახალი სეზონი დაიწყო. 2021 წლის პირველი ტურის მატჩში ერთმანეთს „ილიაუნი“ და „თბილისი“ დაუპირისპირდნენ.
შეხვედრა თბილისის ახალი ოლიმპიურ სასახლეში გაიმართა. მატჩის განმავლობაში “ილიაუნის” უპირატესობას ფლობდა. საბა მაჩიტიძისა და გიორგი მამულაშვილის გოლებით ისინი 2:0 დაწინაურდნენ, თუმცა „თბილისმა“ ბაკურ გულუასა და ოთარ ბერეჩიკიძის გოლებით ანგარიში გაათანაბრა და მატჩის დასრულებამდე 7 წუთით ადრე დაწინაურდა. საბოლოოდ, მატჩი „თბილისის“ გამარჯვებით დასრულდა 2:3.
ფუტსალის ლიგის ახალი სეზონის პირველ ტურში კიდევ ორი მატჩი გაიმართება:
თელასი–კავკასიის უნივერსიტეტი – 15:00.
თსუ–პსპ – 17:00
ვიდეობი
ფოტოები