კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

    • Vbetnews

      ბოლო ამბები ფეხბურთის, კალათბურთის,ჩოგბურთის და რაგბის შესახებ

ფეერიული მატჩი მანჩესტერში (ვიდეო)

Image source: Premier League

ინგლისის პრემიერლიგის მეორე ტურის ცენტრალურმა მატჩმა მოლოდინი სრულად გაამართლა. „ეტიჰად სთედიუმზე“ „მანჩესტერ სიტი“ „ტოტენჰემს“ დაუპირისპირდა და ორივე გუნდი პრემიერლიგაში ფავორიტთა შორისაა, შესაბამისად, ძალზე მნიშვნელოვანი დუელი იყო.

თუმცა, 90 წუთი ისე გავიდა, რომ გამარჯვებული არ გაკრვეულა. „სიტი“ ორჯერ იგებდა, მაგრამ ლონდონელებმა ორჯერვე მოახერხეს გათანაბრება და ქულა მოიპოვეს.

ანგარიში მე-20 წუთზე რაჰიმ სტერლინგმა გახსნა, რასაც სამიოდ წუთში ერიკ ლამელამ უპასუხა. პირველი ნახევარი პეპ გვარდიოლას გუნდმა მაინც მოიგო. სერხიო აგუერომ მასპინძლები კვლავინდებურად დააწინაურა.

საბოლოო ანგარიში 56-ე წუთზე დაფიქსირდა, როდესაც თავი ლუკას მოურამ გამოიჩინა და ანგარიში მეორედ გათანაბრდა. მიუხედავად გუნდების არაერთი მცდელობისა, დარჩენილ დროში ანგარიში აღარ შეცვლილა, „სიტიმ“ და „ტოტენჰემმა“ ქულები მიმდინარე სეზონში პირველად დაკარგეს.

„მანჩესტერ სიტი“ – „ტოტენჰემი“ 2:2

გოლები: 1:0 სტერლინგი (20), 1:1 ლამელა (23), 2:1 აგუერო (35), 2:2 ლუკას მოურა (56)

 

მატჩის ვიდეომიმოხილვის ყურება შეგიძლიათ აქ.

 

“ლივერპული” უდანაკარგოდ ასპარეზობს (ვიდეო)