კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

უიმბლდონი რუმინელმა ჩოგბურთელმა ისტორიაში პირველად მოიგო (ვიდეო)

Image source: Wimbledon/Twitter

უიმბლდონის 2019 წლის ჩემპიონი ქალთა შორის სიმონა ჰალეპი გახდა. ფინალური შეხვედრაში რუმინელმა ჩოგბურთელმა ლეგენდარულ სერენა უილიამსს შანსი არ დაუტოვა და ადვილად, 6:2, 6:2 აჯობა.

სიმონა ჰალეპისთვის ეს კარიერაში რიგით მეორე დიდი გამარჯვებაა, აქამდე 2018 წელს საფრანგეთის ღია პირველობა ჰქონდა მოგებული. აღსანიშნავია, რომ ჰაპელი რუმინეთის ისტორიაში პირველია, რომელმაც ერთეულთა თანრიგში უიმბლდონზე გამარჯვება შეძლო.

სერენას კი დიდი მუზარადის ტურნირი 23-ჯერ აქვს მოგებული, მაგრამ 24-ე ტიტულს ვერ შესწვდა.

 

 

რუსეთის პრემიერ ლიგა. ირაკლი კვეკვესკირის გოლი, ორი გაძევებული თანაგუნდელი და სირთულით მოპოვებული ფრე (ვიდეო)