კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

“ტენერიფე” ესპანეთის ჩემპიონატში ისევ გაიმარჯვა, ხოლო ქართველი კალათბურთელი ისევ საუკეთესოა (ფოტო)

გიორგი შერმადინი მატჩის საუკეთესოდ აღიარეს

Image source: cbcanarias.net

 

ესპანეთის ჩემპიონატის მე-11 ტურში მორიგი გამარჯვება მოიპოვა გიორგი შერმადინის “ტენერიფე იბეროსტარმა”. კუნძულელებმა გასვლაზე “მანრესა” დაამარცხეს – 88:80 ანგარიშით. შეხვედრის საუკეთესო მოთამაშე – MVP კი ისევ ქართველი ცენტრი გახდა.

შერმადინმა სასტარტო ხუთეულში ითამაშა, მოედანზე გატარებულ 27:27 წუთში მან 18 ქულა, 5 მოხსნა, 3 ჩაჭრა და 1 შედეგიანი გადაცემა მიითვალა. გიორგის სარგებლიანობის ინდექსმა 22 შეადგინა, რაც მოედანზე მყოფთაგან საუკეთესო შედეგი გახლდათ და ქართველი ცენტრი მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა.

აღვნიშნოთ, რომ 8 მოგებითა და 1 მარცხით გიორგი შერმადინის “ტენერიფე იბეროსტარი” სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზეა და მხოლოდ 10-დან 10 მოგების მქონე “ბარსელონას” ჩამორჩება. მორიგ მატჩს ტენერიფელები 22 ნოემბერს, “ვალენსიასთან” სტუმრად ჩაატარებენ.

 

 

 

წყარო – cbcanarias.net

 

 

 

 

თორნიკე შენგელიას 12 ქულა და გამარჯვება ყოფილ გუნდთან