კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

ტატო გრიგალაშვილის ბრინჯაო გრან სლემზე

ბაქოში მიმდინარე გრან სლემზე საქართველოს ძიუდოსტთა ნაკრებმა მეორე მედალი მოიპოვა. გუშინ, თემურ ნოზაძემ ვერცხლის მედლის მოპოვება შეძლო, ხოლო ამჯერად სამქეში -73 და -81 კგ წონით კატეგორიაში ძალები სამმა ქართველმა მოსინჯა.

თავიდანვე ვთქვათ, რომ ლაშა შავდათუაშვილმა პირველივე ბრძოლა ბერძენ გეორგიოს აზოიდისთან წააგო და ასპარეზობას გამოეთიშა. –81 კ წონით კატეგორიაში კი, ნუგზარ ტატალაშვილი მეოთხედფინალში გავიდა, მაგრამ იქ ვერაფერს გახდა შეჯიბრება უმედოდ დატოვა.

სამაგიეროდ, ამავე წონით კატეგორიაში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა ტატო გრიგალაშვილმა. ქართველმა ძიუდოსტმა რუმინელი ვლად ვისანი პირველ წრეში დაამარცხა, რასაც ჰოლანდიელ ფრენკ დე ვიტთან გამარჯვებაც მიაყოლა.

გრიგალაშვილმა მერე მასპინძელი მურად ფატიევს აჯობა და მეოთხედფინალში განაგრძო ასპარეზობა, სადაც ასევე წარმატებით იჭიდავა – აჯობა რა, შვედ რობინ პაცეკს. სამწუხაროდ, ტატოს ხელი ნახევარფინალში მოეცარა, სადაც ბულგარელ ივაილო ივანოვთან დამარცხდა და ფინალში გასვლა ვერ შეძლო. სამაგიეროდ, ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავა და ბერძენი ალექსიოს ნტანაციდისს აჯობა, რის შედეგადაც ბრინჯაოს მედალს დაეუფლა.

ბაქოს გრან სლემზე ხვალ მესამე და ბოლო საასპარეზო დღეა. საქართველოს ნაკრების რიგებში ტატამზე ავთანდილ ჭრიკიშვილი, ლაშა ბექაური (-90 კგ), ონისე სანებლიძე, გიორგი ბერიაშვილი (-100 კგ), გელა ზაალიშვილი და გიორგი ზაქარიაძე (+100 კგ) გამოვლენ.

“ქართველები ლოკომოტივში ადგილს იმკვიდრებენ”. იური სიომინმა ხვიჩა კვარაცხელიას თამაში შეაფასა