კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

“სპარტაკში” ჯანო ანანიძე არ ათამაშეს, გიორგი ჯიქიამ გოლი გაიტანა (ვიდეო)

Image source: Fc Spartak Moscow

რუსეთის პრემიერლიგის მეორე ტურში მოსკოვის „სპარტაკი“ „როსტოვს“ ესტუმრა და გამარჯვებასთან ძალიან ახლოს იყო.

„სახალხო გუნდი“ თავდაპირველად აგებდა, მაგრამ ლუის ადრიანოს გოლით პირველივე ტაიმში გათანაბრება მოახერხა. 66-ე წუთზე „სპარტაკი“ ქართული წარმოშობის ფეხბურთელმა გიორგი ჯიქიამ დააწინაურა. მოსკოველთა კაპიტანმა მიმდინარე სეზონში პირველი გოლი გაიტანა.

თუმცა, „როსტოვმა“ 90-ე წუთზე გაათანაბრა და გუნდებმა ქულები გაიყვეს – 2:2.

აღნიშნულ მატჩში არ უთამაშია ჯანო ანანიძეს, რომელიც სათადარიგო სკამზე დარჩა, რუსეთის მოქალაქე გიორგი მელქაძე კი მოედანზე 67-ე წუთიდან გამოჩნდა. „სპარტაკს“ ორი ტურის შემდეგ 4 ქულა აქვს.

 

მატჩის ვიდეო

 

“პსჟ”-მ გერმანიის ქვედა ლიგის გუნდი ვერ დაამარცხა (ვიდეო)