კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

სიომინმა განმარტა რატომ არ თამაშობს “ლოკომოტივში” კვირკველია

Image source: Fclm.ru

მოსკოვის „ლოკომოტივის“ მთავარმა მწვრთნელმა იური სიომინმა საბა კვირკველიას შესახებ ისაუბრა, რომელიც მიმდინარე სეზონში მოედანზე არ გამოჩენილა. რუსი სპეციალისტის განცხადებით, ქართველი ფეხბურთელი ამჟამად სათამაშო ფორმაში არაა.

– მურილო ისევ თადარიგში დარჩა.

– გუნდში კონკურენციაა. მურილო აქამდე თამაშობდა, ჰიოვედესი კი ახალხან გამოჯანმრთელდა და ის თამაშობს. კვირკველიაც გამოჯანმრთელდა. მალე მოახერხებს თამაშს. დღეს ფეხბურთელმა ერთმა ჯგუფმა ითამაშა, ხვალ შეიძლება ყველაფერი სხვაგვარად იყოს.

– როდის უნდა ველოდოთ კვირკველიას დაბრუნებას?

– ვფიქრობ, კიდევ ერთი ან ორი კვირა დასჭირდება. ჯერჯერობით არაა ისეთ კარგ ფორმაში, რომ მოედანზე შესვლისთვის მზად იყოს.

შეგახსენებთ, რომ “ლოკომოტივმა” დღეს რუსეთის პრემიერლიგის მეხუთე ტურში “ურალი” 4:0 დაამარცხა, კვირკველია კი სათადარიგო იყო.

 

წყარო – fclm.ru

 

კახა ჩხეტიანის კომენტარი “რუსთავთან” მატჩის შემდეგ