კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

    • Vbetnews

      ბოლო ამბები ფეხბურთის, კალათბურთის,ჩოგბურთის და რაგბის შესახებ

საქართველოს ხმლით მოფარიკავეთა ახალგაზრდული ნაკრები ევროპის ჩემპიონია

დღეს ბელორუსის დედაქალაქში დასრულდა ევროპის ჩემპიონატი 23 წლამდე მოფარიკავეთა შორის.

შეჯიბრების ბოლო დღეს საქართველოს ხმლით მოფარიკავეთა ნაკრებმა ბრწყინვალედ იასპარეზა და ევროპის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. ფინალში საქართველოს ნაკრებმა, რომლის შემადგენლობაშიც მიხეილ მარდალეიშვილი, ნიკა შენგელია, საბა სულამანიძე და ვაჟა რეჭია ასპარეზობდნენ, ტურნირზე პირველ ნომრად განთესილ იტალიას 45-36 მოუგო.

მანამდე ჩვენმა ახალგაზრდებმა ნახევარფინალში რუსეთს 45-41, მეოთხედფინალში რუმინეთს 45-31 და მერვედფინალში ბულგარეთს 45-34 სძლიეს . შეგახსენებთ, რომ ევროპის 23 წლამდელთა ჩემპიონატზე ეს საქართველოს დელეგაციის მეორე მედალია. შაბათს რაპირაში ინდივიდუალურ შეჯიბრში ბრინჯაოს მედალი ლუკა ღაღანიძემ მოიპოვა.

წყარო საქართველოს ხმლით მოფარიკავეთა ფედერაცია