კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

საქართველოს ნაკრები, სტუმრად ნიდერლანდებს დაუპირისპირდება

საქართველოს ნაკრები სტუმრად ნიდერლანდებს დაუპირისპირდება

Image source: gff.ge

 

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ივნისში ორ ამხანაგურ შეხვედრას გამართავს.

ნიდერლანდების ფეხბურთის ფედერაციასა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას შორის მოლაპარაკებების შემდეგ გადაწყდა, რომ ქვეყნის ეროვნული გუნდები, ერთმანეთს 6 ივნისს, ამხანაგურ შეხვედრაში დაუპირისპირდებიან.

ამხანაგური შეხვედრა ნიდერლანდების ქალაქ ენსხედეში, საფეხბურთო კლუბ “ტვენტეს” სტადიონზე შედგება. შეხვედრა თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება. ორი ქვეყნის საფეხბურთო ნაკრებს შორის, ეს იქნება ისტორიაში პირველი დაპირისპირება.

შეგახსენებთ, რომ ვილი სანიოლის გაწვრთნილი გუნდი, ნიდერლანდებთან მატჩამდე კიდევ ერთ საერთაშორისო ამხანაგურ შეხვედრას (2 ივნისი, რუმინეთის წინააღმდეგ) ჩაატარებს, ხოლო მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მორიგ შეხვედრას, საქართველოს ნაკრები 2 სექტემბერს საკუთარ მოედანზე კოსოვოს წინააღმდეგ გამართავს.

 

წყარო – nakrebi.ge

 

 

 

 

 

საქართველოს ძალოსანთა ნაკრებმა კიდევ ერთი მედალი მოიპოვა მოსკოვში