კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

საფეხბურთო კლუბ დინამო ბათუმის განცხადება

საქართველოს ეროვნული ლიგის ბინადარმა “დინამო ბათუმმა” ქართულ ფეხბურთში არსებული სკანდალის შესახებ, რომელიც გარიგებულ მატჩებს შეეხება, განცხადება გაავრცელა, რომელიც ასეთია:

საფეხბურთო კლუბი დინამო ბათუმი კატეგორიულად აცხადებს, რომ ჩვენი გუნდის ფეხბურთელთა მონაწილეობა 19 მაისის, თუ სხვა რომელიმე თამაშის, „შეთანხმებული ანგარიშით“ გარიგებით დასრულებაზე გამორიცხულია. აღნიშნულს ადასტურებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს განცხადებაც, რომელშიც აღნიშნულია, რომ: 2019 წლის 19 მაისს, ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრების მიერ, საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში მოასპარეზე საფეხბურთო კლუბ „ვიტ ჯორჯიას“ მოსყიდულმა ფეხბურთელებმა, წინასწარი შეთანხმების საფუძველზე, საფეხბურთო კლუბ „ბათუმის დინამოსთან“ შეხვედრა ორბურთიანი სხვაობით დათმეს. , რაც ცალსახად გამორიცხავს „დინამო ბათუმის“ რომელიმე წარმომადგენლის რაიმე სახით მონაწილეობას გარიგებაში. აღნიშნულს ადასტურებს ასევე ის, რომ არავითარი კითხვის ნიშნები არ დასმულა გამომძიებელთა მხრიდან ჩვენი კლუბის არცერთი წარმომადგენლის მიმართ. 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე უმორჩილესად ვთხოვთ მედიის წარმომადგენლებს სწორად დასვან აქცენტები ამ საკითხის გაშუქების დროს და მეტი სიფრთხილით მოეკიდონ „დინამო“ ბათუმის სახელის ხსენებას ამ კონკრეტულად ფაქტთან მიმართებაში, რადგან ჩრდილი არ მიადგეს ჩვენი კლუბის რეპუტაციას, არ შეილახოს კლუბის სახელი და არ გაჩნდეს კითხვები ჩვენს გულშემატკივრებსა და ქართულ საზოგადოებაში. 

საფეხბურთო კლუბი „დინამო“ ბათუმი დიადი სპორტული იდიალების ირგვლივ შეკრული ერთიანი გუნდია, რომელიც სრულიად იზიარებს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის სულისკვეთებას გარიგებულ მატჩებთან მიმართებაში და იცავს ღირსეული თამაშის პრინციპებს” – ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ გარიგებული მატჩების ბრალდებით რვა მოქმედი და სამი ყოფილი ფეხბურთელი დააკავეს.

 

საფეხბურთო კლუბ „გურიას“ განცხადება