კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

როგორი იქნება “ლივერპულის” შემადგენლობა ამ სეზონში 2 მცველის დამატების შემდეგ (ფოტო)

ლივერპულის შემადგენლობა 2020/21 სეზონში

Image source: Getty Images

 

გერმანულმა ცნობილმა გამოცემა Transfermarkt-მა ინსტაგრამზე “ლივერპულის” განახლებული შემადგენლობა გამოაქვეყნა. გამოცემა საუკეთესო თერთმეტეულს აქვეყნებს, როგორი იქნება “წითლების” შემადგენლობა მიმდინარე სეზონში დევისისა (პრესტონი) და კაბაკის (შალკე) დამატების შემდეგ.

“ლივერპულის” საკმაოდ შთამბეჭდავი შემადგენლობა ასეთია:

მეკარე: ალისონი (ლივერპული, 80 მილიონი ევრო)

მცველები: რობერტსონი (ლივერპული, 75 მილიონი ევრო), დევისი (პრესტონი, 2.4 მილიონი ევრო), კაბაკი  (შალკე, 25 მილიონი ევრო), ალექსანდერ-არნოლდი (ლივერპული, 110 მილიონი ევრო)

ნახევარმცველები: ფაბინიო (ლივერპული, 60 მილიონი ევრო), ჰენდერსონი (ლივერპული, 28 მილიონი ევრო), ტიაგო (ლივერპული, 48 მილიონი ევრო)

თავდამსხმელები: მანე (ლივერპული, 120 მილიონი ევრო), ფირმინიო (ლივერპული, 72 მილიონი ევრო), სალაჰი (ლივერპული, 120 მილიონი ევრო)

 

“რას ელით დევისისა და კაბაკისგან?” – ასე დაასათაურა Transfermarkt-მა ინსტაგრამზე გამოქვეყნებული თერთმეტეული.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, ინგლისის პრემიერლიგის 22-ე ტურში „ლივერპულმა“ „ბრაიტონს“ უმასპინძლა და მოულოდნელი მარცხი 0:1 განიცადა.

 

წყარო – transfermarkt_official

“ლივერპულმა” “ენფილდზე” ზედიზედ მეორედ წააგო (ვიდეო)