კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

    • Vbetnews

      ბოლო ამბები ფეხბურთის, კალათბურთის,ჩოგბურთის და რაგბის შესახებ

“რეალმა” სეზონი დამაჯერებელი გამარჯვებით დაიწყო (ვიდეო)

Image source: laliga

„ბარსელონასგან“ განსხვავებით 2019-2020 წლების სეზონი წარმატებულად დაიწყო მადრიდის „რეალმა“, რომელმაც ვიგოში, „სელტა“ ადვილად დაამარცხა.

ზინედინ ზიდანის გუნდმა ეს შეხვედრა ედენ აზარის გარეშე ჩაატარა, თუმცა ამას „სამეფო კლუბისთვის“ პრობლემა არ შეუქმნია და „ბალაიდოსზე“ ოფლის დაღვრის გარეშე მოიპოვა საწყისი სამი ქულა.

ანგარიში მე-12 წუთზე ქარიმ ბენზემამ გახსნა, ხოლო მეორე ტაიმში ტონი კროოსმა და ცვლილებაზე შესულმა ლუკას ვასკესმა სხვაობა კიდევ უფრო სოლიდური გახადეს. „სელტამ“ ბოლო წუთზე იკერ ლოსადაც გოლით პრესტიჟის გოლი გაიტანა და „რეალმა“ სეზონის პირველი თამაში 3:1 მოიგო.

„სელტა“ – „რეალი“ 1:3

გოლები: 0:1 ბენზემა (12), 0:2 კროოსი (61), 0:3 ვასკესი (80), 1:3 ლოსადა (90)

 

მატჩის ვიდეომიმოხილვის ყურება შეგიძლიათ აქ.

 

ეროვნულ ლიგაში ბათუმის “დინამო” გალიდერდა