კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

    • Vbetnews

      ბოლო ამბები ფეხბურთის, კალათბურთის,ჩოგბურთის და რაგბის შესახებ

რამდენი გამოიმუშავეს ქართულმა გუნდებმა ევროტურნირებზე და რა ქულები მოუტანეს საქართველოს

Image source: grigor grigorian Vbetnews

ევროპის ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპი ქართული გუნდებისთვის 2019-2020 წლების სეზონში მაქსიმუმი გამოდგა. სამწუხაროდ, „საბურთალომ“ და „დინამო თბილისმა“ აღნიშნული ეტაპი ვერ დაძლიეს და პლეი-ოფში ვერცერთი ქართული გუნდი ვერ გავიდა.

თუმცა, მიუხედავად ამისა, უეფას რეიტინგში საქართველოს ეროვნულმა ლიგამ პროგრესი განიცადა. თუ ევროტურნირების დაწყებამდე საქართველოს ჩემპიონატი 47-ე ადგილზე იყო, ამჟამად სამი საფეხურით დაწინაურდა და 44-ე პოზიციაზეა.

„საბურთალო“

საქართველოს ჩემპიონმა ჩემპიონთა ლიგაზე ერთი ბარიერი დაძლია. ჯამში გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდმა 6-დან 2 თამაში მოიგო და 4 წააგო. შედეგად, უეფას რეიტინგში საქართველოს 0.500 ქულა მოუტანა, ხოლო მისი ბიუჯეტი 1.2 მილიონი ევროთი გაამდიდრა.

„დინამო თბილისი“

„დინამომ“ევროპის ლიგაზე ორი ბარიერი დაძლია. 6-დან 4 თამაში მოიგო,ერთხელ ფრე ითამაშა და ერთხელაც დამარცხდა. უეფას რეიტინგში საქართველოს ყველაზე მეტი ქულა სწორედ „დინამო თბილისმა“ შესძინა – 1.125 ქულა.

დინამოელთა ბიუჯეტი კი 780 ათასი ევროს ოდენობით შეივსო. თუმცა, ამავდროულად უეფასგან 50 ათასი ევროთიც დაჯარიმდა.

„ჩიხურა“

„ჩიხურამ“ ევროპის ლიგაზე ოთხი თამაში ჩაატარა, 2 მოიგო, ერთხელ დამარცხდა და ერთხელაც ფრეს გამორჩა. ერთი ეტაპიც დაძლია. ჯამში სოსო ფრუიძის გუნდმა 500 ათასი ევრო გამოიმუშავა, ხოლო უეფას რეიტინში საქართველოს 0.625 ქულა მოუტანა.

„ტორპედო“

ქუთაისის „ტორპედო“ ერთადერთი გუნდი გამოდგა, რომელმაც ვერცერთი ეტაპი ვერ გადალახა და უეფას რეიტინგშიც საქართველოს ვერაფერი შემატა. რაც შეეხება პერსონალურ ფინანსურ სარგებელს იმერლებმა ევროპის ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე მონაწილეობისთვის 240 ათასი ევრო მიიღეს.

 

გიორგი ხარაიშვილის საგოლე პასი შვედეთში (ვიდეო)