კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

    • Vbetnews

      ბოლო ამბები ფეხბურთის, კალათბურთის,ჩოგბურთის და რაგბის შესახებ

პსჟ-მ “ნიცა” ვერ დაამარცხა (ვიდეო)

საფრანგეთის ლიგა 1-ის 35-ე ტური მოქმედი ჩემპიონის „პარი სენ ჟერმენისა“ და „ნიცას“ შეხვედრით დაიწყო. ამ თამაშს სტუმართათვის გაცილებით დიდი მნიშვნელობა ჰქონდა, ვიდრე პსჟ-სთვის, რადგან პარიზელებმა ჩემპიონობა დიდი ხნის წინ გაიფორმეს, ხოლო ზღვისპირელები ევროპა ლიგის ზონაში მოსახვედრად იბრძვიან.

ამიტომაც, „ნიცამ“ თამაში აქტიურად დაიწყო და უპირატესობაც მოიპოვა. მეორე ტაიმის პირველივე წუთზე კი განაგომ ანგარიშის გახსნა მოახერხა და ნიცელები დაწინაურდნენ. თუმცა, მასპინძლები მხოლოდ 15 წუთი აგებდნენ და მერე ნეიმარმა პენალტით მოახერხა ანგარიშის გათანაბრება.

საბოლოო შედეგიც სწორედ ბრაზილიელის გოლით დაფიქსირდა – 1:1 და „ნიცამ“ 52 ქულას მოუყარა თავი, რაც მეშვიდე ადგილისთვისაა ამ დროისთვის საკმარისი, ხოლო პსჟ 85 ქულით ლიდერია და ამას საფრთხე არ ემუქრება.

პსჟ – „ნიცა“ 1:1 (0:0)

გოლები: 0:1 განაგო (46), 1:1 ნეიმარი (60, პენ)

“ატლეტიკო” “ესპანიოლთან” განადგურდა (ვიდეო)