კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

“პსჟ”-მ გერმანიის ქვედა ლიგის გუნდი ვერ დაამარცხა (ვიდეო)

Image source: PSG Twitter

ფრანგული „პსჟ“ ახალი სეზონისთვის მზადებას განაგრძობს და მორიგი ამხანაგური მატჩი გერმანიის მეორე ბუნდესლიგის ბინადარ „ნიურნბერგთან“ გერმანიში ჩაატარა.

ტომას ტუხელის გუნდმა მეტოქის ძლევა ვერ მოახერხა და გამოჩნდა, რომ გუნდი ამ ეტაპზე ოპტიმალურ ფორმაში არაა.

ფრანგები პირველი ტაიმის ბოლოს ახალწვეულმა პაბლო სარაბიამ დააწინაურა, მაგრამ მეორე ნახევარში მასპინძლებმა ანგარიშის გათანაბრება შეძლეს. გოლი ვალენტინიმ თერთმეტმეტრიანი დარტყმით გაიტანა და საბოლოო შედეგი დააფიქსირა.

„ნიურნბერგი“ – „პსჟ“ 1:1

გოლები: 0:1 სარაბია (43), 1:1 ვალენტინი (71, პენ)

 

მატჩის მიმოხილვის ყურება აქ შეგიძლიათ.

 

ლიონელ მესიმ კონმებოლს ბოდიში მოუხადა