კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

ოფიციალურად: როინ კვასხვაძე თბილისის “დინამოს” ფეხბურთელია!

Image source: FC Dinamo Tbilisi

 

ქუთაისის “ტორპედოს” ყოფილი კაპიტანი როინ კვასხვაძე კარიერას თბილისის “დინამოში” გააგრძელებს. ამის შესახებ თბილისურმა კლუბმა ოფიციალურად გამოაცხადა.

“ჩვენი კლუბის რიგებში ახალწვეულია. “დინამო თბილისთან” კონტრაქტი როინ კვასხვაძემ გააფორმა.
გოლკიპერმა დედაქალაქელებთან 2-წლიან ხელშეკრულებას მოაწერა ხელი.
ეროვნული ნაკრების მეკარე სხვადასხვა დროს ზესტაფონის, ოთელოს ათინუს (კვიპროსი), პაფოსის (კვიპროსი) და ქუთაისის ტორპედოს ღირსებას იცავდა”, – ნათქვამია “დინამოს“-ს განცხადებაში.

30 წლის მეკარე სოციალურ ქსელში ყოფილ გუნდს ემოციური პოსტით დაემშვიდობა:

“ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ქუთაისის ტორპედოს და იქ მომუშავე ყველა ადამიანს, რომლებიც ამ ხნის განმავლობაში ძალიან დიდი სირთულეების მიუხედავად მაგრად იდგნენ და იბრძოდნენ, რომ კლუბი გადარჩენილიყო და ვიმედოვნებ, ქუთაისის ტორპედო აუცილებლად დადგება ფეხზე, თანაც ისე, რომ არანაირი პრობლემა არ შეექმნება. ქალაქს ტორპედო სჭირდება და ამასთანავე, ჩვენ ჩემპიონატს. ამას გარდა, იმ ხალხს სჭირდება ტორპედო, რომელთაც ფეხბურთი და გუნდი ასე ძალიან უყვართ. მათ არასდროს მიუტოვებიათ გუნდი და არასდროს დაუყრიათ ფარ-ხმალი იმედგაცრუებების დროს. საუბარი მაქვს იმ გულშემატკივარზე, რომლებიც დღე და ღამ იბრძოდნენ და ქომაგობდნენ ტორპედოს. კიდევ ერთხელ, ძალიან დიდი მადლობა იმ სიყვარულისთვის და სიამოვნებისთვის, რაც ამ წლების განმავლობაში კლუბში ყოფნისას დამიგროვდა. წარმატებები ქუთაისის ტორპედოს, ყველაფერი მაგრად იქნება,” – დაწერა როინ კვასხვაძემ.

 

წყარო – FC Dinamo Tbilisi

ჯაბა კანკავას პირობა ქართველ გულშემატკივარს – “ყველაფერს გავაკეთებთ ევრო-2020-ზე მოსახვედრად”