კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

    • Vbetnews

      ბოლო ამბები ფეხბურთის, კალათბურთის,ჩოგბურთის და რაგბის შესახებ

ოფიციალურად: ნიკა დარბაიძე საკალათბურთო კარიერას მონტენეგროში გააგრძელებს

Image source: reprezentacija.me

საქართველოს კალათბურთის ეროვნული ნაკრების წევრი, ნიკა დარბაიძე, რომელმაც გასული სეზონი თბილისის “ოლიმპში” გაატარა, კარიერას მონტენეგროში გააგრძელებს.

21 წლის ქართველმა ფორვარდმა კონტრაქტი ქალაქ ჩეტინეს კლუბ “ლოვჩენ 1947”-თან გააფორმა. გასულ სეზონში “ლოვჩენმამონტენეგროს ჩემპიონატის ნახევარფინალი მომავალ ჩემპიონ “ბუდუჩნოსტთან” დათმო.

ნიკა დარბაიძეს საქართველოს ყველა ასაკობრივ ნაკრებში უთამაშია და გასულ წლებში ის ეროვნული ნაკრების მწვრთნელის, ილიას ზუროსის თვალთახედვის არეშიც მოექცა.

წყარო – gbf.ge

ევროპის ჩემპიონატი: საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრებმა ნორვეგიას ბარიერი გადალახა