კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

ოფიციალურად: მეჰდი ბენატიამ “იუვენტუსი” დატოვა (ვიდეო)

იუვენტუსის” მაროკოელი მცველი მეჰდი ბენატია კარიერას ყატარში გააგრძელებს. აღნიშნულ ინფორმაციას ტურინული კლუბის ტვიტერის ოფიციალური გვერდი აქვეყნებს.

31 წლის მცველი ყატარულ “ალ დუჰაილში” გადავიდა 8 მილიონი ევროს სანაცვლოდ და 2 მილიონი ევრო შესაძლოა იტალიელებმა ბონუსის სახით მიიღონ.

2016 წლიდან ბენატიამ “იუვენტუსის” შემადგენლობაში 59 მატჩი გამართა და კლუბთან ერთად 2-ჯერ იზეიმა იტალიის სერია ა-ს საჩემპიონო ტიტულის მოგება.

ოფიციალურად: ალვარო მორატა მადრიდულ კლუბში გააგრძელებს კარიერას (ვიდეო)