კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

ნოვაკ ჯოკოვიჩი მადრიდში მიმდინარე ტურნირის 1/2 ფინალშია.

ნოვაკ ჯოკოვიჩი, კეი ნიშიკორი, madrid open

ნოვაკ ჯოკოვიჩმი მადრიდში თიხნარის საფარზე მიმდინარე მასტერსის სერიის ტურნირის ნახევარფინალის საგზურის მფლობელი გახდა. გამოცდილმა სერბმა ტურნირის მერვედფინალში ესპანელ ფელიციანო ლოპესს 2 სეტში (6:4, 7:5) მოუგო. 1/4 ფინალში კი მისმა ოპონენტმა კეი ნიშიკორიმ მაჯის დაზიანების გამო ტურნირის დატოვება გადაწყვიტა.
აზიელმა მერვედფინალურ ეტაპზე ესპანელ დავიდ ფერერს ორ სეტში (6:4, 6:3) აჯობა.

აქვე გაგაცნობთ მადრიდში მიმდინარე პრესტიჟული შეჯიბრის დღევანდელ – 1/4 ფინალურ შეხვედრებს:

18:00 დავიდ გოფენი – რაფაელ ნადალი
23:30 ბორნა ჩორიჩი – დომინიკ ტიმი

ამ წუთებში მიმდინარეობს მატჩი პაბლო კუევასსა და ალექსანდრ ზვერევს შორის.