კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

ნოემბრის ბაშოს პირველი დღე და ტოჩინოშინის დასანანი მარცხი

ტოჩინოშინი

Image source: Getty Images

 

დღეს, 10 ნოემბერს იაპონიში ნოემბრის ბაშომ აიღო სტარტი, სადაც ქართველი გოლიათები, ტოჩინოშნი და გაგამარუ ასპარეზობენ.

ტოჩინოშნის სახელით მოასპარეზე ლევან გორგაძე ამ ბაშოზე სეკივაკეს რანგით გამოდის. პირველ საშეჯიბო დღეს მისი მეტოქე იყო მეორე მაეგაშირა მეისეი, რომელმაც ქართველი ფალავანი შიტატეჰინერის ილეთით დაამარცხა.

შეგახსენებთ, რომ სულ მცირე 10 მოგების შემთხვევაში ლევანი ოძეკის ტიტულს დაიბრუნებს.

ტოჩის მომდევნო მეტოქე ასევე მეორე მაეგაშირა მიოგირიუ იქნება.

წყარო – sumo.or.jp

სანდრო მამუკელაშვილმა NCAA-ში “სეტონ ჰოლს” ულიდერა და ყველაზე მეტი ქულა ჩააგდო (ვიდეო)