კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

მსოფლიოს მეორე ჩოგანმა მასტერსი კარიერაში 35-ედ მოიგო (ვიდეო)

მსოფლიოს მეორე ჩოგანმა ესპანელმა, რაფაელ ნადალმა მასტერსი კარიერაში 35-ედ მოიპოვა.

ნადალმა მონრეალის ფინალში მსოფლიოს მე-8 ჩოგანი, რუსი დანიილ მედვედევი 2 სეტში დაამარცხა – (6:3, 6:0). მატჩი 1 საათსა და 11 წუთს გაგრძელდა.

რაფაელმა მიმდინარე სეზონში რიგით მე-3 ტიტული მოიგო – რომის მასტერსისა და როლან გაროსის შემდეგ.

 

წყარო – Coupe Rogers

ცნობილია ნიკოლოზ ბასილაშვილის პირველი მეტოქე და მატჩის დღე ცინცინატის მასტერსზე