კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

მიხეილ ნარიაშვილი: “რუმინეთთან მძიმე და რთულ თამაშს ველოდებით, თუმცა ამისათვის მზად ვართ”

Image source: rugby.ge

 

ხვალ, „დინამო არენაზე“, ბორჯღალოსნები 2020 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის პირველ შეხვედრას 18:00 საათზე, ტრადიციულ მეტოქე რუმინეთთან გამართავენ.

დღეს გუნდებმა „დინამო არენაზე“ კაპიტნის ვარჯიში გამართეს, მთავარმა მწვრთნელებმა და კაპიტნებმა კი, ჟურნალისტების კითხვებს უპასუხეს.

ბორჯღალოსნების მთავარი მწვრთნელი ლევან მაისაშვილი ამბობს, რომ მცირე დროში მნიშვნელოვანი საკადრო თუ ტაქტიკური ცვლილებები მიზანშეწონილად არ მიაჩნია და აქცენტს ხარისხის გაუმჯობესებაზე აკეთებს:

„ტაქტიკური თვალსაზრისით დიდი ცვლილებები არ გვაქვს, რადგან დროის მცირე მონაკვეთში სიახლეების დანერგვა რთულია. ვეცდებით გავაუმჯობესოთ ხარისხი, როგორც შეტევაში, ასევე დაცვაში. თუ ჩვენს დავალებებს ხარისხიანად შევასრულებთ, მეტოქე გუნდებს სერიოზულ საფრთხეებს შევუქმნით. გვსურს, გვქონდეს მრავალფეროვანი შეტევები, რაც რთული წასაკითხი იქნება დაცვისთვის“.

რაც შეეხება სელექციას, მოკლე ვადაში ექსპერიმენტების ჩატარება მიზანშეწონილად არ მიმაჩნია და აქცენტი იმ მორაგბეებზე გაკეთდა, რომლებმაც მსოფლიო თასისთვის მოსამზადებელი პერიოდი გაიარეს. ლექსო ყაულაშვილი საფრანგეთში ბრწყინვალედ ასპარეზობს, მაგრამ მას რამდენჯერმე ჰქონდა შეთავაზება და ყველა შემთხვევაში უარი გვითხრა. როდესაც საქართველოს ა ნაკრების მწვრთნელი ვიყავი, პირადად შევთავაზე ჩამოსვლა და უარი განაცხადა. აქედან გამომდინარე, ამ ეტაპზე მისი გამოძახება არ იგეგმება. სამომავლოდ ვნახოთ რა იქნება“.

ფავორიტის როლში ყოფნა ნიშნავს იმას, რომ ნებისმიერი მეტოქე მაქსიმალური მობილიზებით გვეთამაშება. ჩვენ გვქონია შემთხვევები, როდესაც სხვადასხვა დონის გუნდთან, სხვადასხვა სირთულის თამაშები ჩაგვიტარებია. რუმინეთის ნაკრები საკმაოდ საინტერესო რაგბს შემოგვთავაზებს, ასევე ესპანეთის ნაკრები, რომელსაც სახიფათო მოწინააღმდეგედ მივიჩნევ. რუსეთიც ეცდება თავისი სიტყვა თქვას და პორტუგალიაც, რომელიც დიდი ხანია ამ ტურნირზე არ ყოფილა, თუმცა იყო დრო, ის რაგბი ევროპის ჩემპიონატზე სერიოზული მოთამაშე იყო. ყველა გუნდს თავიასი ხელწერა აქვს და ჩვენი ამოცანაა, რომ ყველა მათგანს შესაბამისი ტაქტიკა დავუპირისპიროთ”.

რუმინეთი ტრადიციულად ძლიერია შერკინებასა და მოლში. გვაქვს ამის გამოცდილება. როცა ამ კუთხით არ დავაფასეთ, სერიოზული პრობლემები შეგვიქმნეს და ეს ჩემპიონობის დათმობის ფასად დაგვიჯდა (2017 წელს).

რუმინეთთან მატჩში ბორჯღალოსნებს მიხეილ ნარიაშვილი უკაპიტნებს. ის ამბობს, რომ გუნდი სათამაშოდ მზადაა:

„ახალი სამწვრთნელო შტაბი გვყავს, თუმცა ჩვენთვის მათი უმეტესობა ნაცნობი სახეა. ძალიან კარგი მოსამზადებელი პერიოდი გავიარეთ. ის, რომ ამ მწვრთნელებს დიდი ხანია ვიცნობთ, ამ პროცესში დაგვეხმარა. რუმინეთთან მძიმე და რთულ თამაშს ველოდებით, თუმცა ამისათვის მზად ვართ“.

 

წყარო – rugby.ge

 

ესპანეთის “სამეფო” თასის 1/4 ფინალისტები დაწყვილდნენ