კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

    • Vbetnews

      ბოლო ამბები ფეხბურთის, კალათბურთის,ჩოგბურთის და რაგბის შესახებ

მიხეილ აშვეთია: “ლეგიონერების ჩამოსვლის შემდეგ დავიწყებთ ბათუმის “დინამოსთან” მატჩისთვის მზადებას”

მიხეილ აშვეთიას მატჩის შემდგომი კომენტარი

Image source: FC Torpedo Kutaisi ფეისბუკ გვერდი

 

ქუთაისის “ტორპედომ” ახალი სეზონისთვის მზადება დაიწყო. გუნდი რამდენიმე დღეა აქტიურად ვარჯიშობს. წინა-სასეზონო მზადება დაიწყო აგრეთვე “ტორპედოს” მეორე გუნდმაც.
პრესეზონის პირველი ამხანაგური მატჩიც გაიმართა. “ტორპედო” “განმუხურის” სტადიონზე “დინამო ზუგდიდს” დაუპირისპირდა და 2:1 ანგარიშით გაიმარჯვა.

გოლები: 1:0 ლუკა გუგუჩია 20′ (პენალტი), 1:1 თამაზ შარვაშიძე (პენალტი), 1:2 ალექსანდრე შარვაშიძე

მოგებული მატჩის შემდეგ ქუთაისური გუნდის მთავარმა მწვრთნელმა მიხეილ აშვეთიამ, მატჩისშემდგომი კომენტარი გააკეთა:

“მზადების მე-8 დღეა, გუნდში გასინჯვაზე რამოდენიმე ფეხბურთელი გვყავს და დღეს მივიღებთ გადაწყვეტილებას დარჩებიან თუ არა გუნდში. ლეგიონერების ჩამოსვლის შემდეგ დავიწყებთ ბათუმის “დინამოსთან” მატჩისთვის მომზადებას.

სამუშაო ბევრი გვაქვს. 13 თებერვალს მარტვილის “მერანს” ვეთამაშებით” , – განაცხადა აშვეთიამ.

 

 

წყარო – FC Torpedo Kutaisi