კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

“მილანმა” “ფროზინონე” ადვილად დაამარცხა (ვიდეო)

იტალიის სერია A-ს 37-ე ტურში „მილანმა“ „ფროზინონეს“ უმასპინძლა და მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა. „როსონერი“ ჩემპიონთა ლიგაზე გასასვლელად იბრძვის და ამ შეხვედრაში ფეხის დაცდენის უფლება არ ჰქონდა.

პირველი ტაიმი ჯენარო გატუზოს გუნდმა საკმაოდ ცუდად ჩაატარა და მეტოქის კართამ სახიფათო მომენტიც არ შეუქმნია. მეორე ნახევარიც ცუდად დაიწყო მასპინძელთათვის, მაგრამ ჯანლუიჯი დონარუმამ ივარგა, რომელმაც პენალტი მოიგერია და თავისი გუნდი გადაარჩინა.

ამის შემდეგ კი, „მილანმა“ მოახერხა კარგად ათამაშება და მცირე მონაკვეთში ორი გოლი გაიტანა. ჯერ კშიშტოფ პიონტეკმა გამოიჩინა თავი, ხოლო შემდეგ სუსომ ულამაზესი საჯარიმო დარტყმა გაიტანა.

ლომბარდიელებმა 65 ქულა დააგროვეს და ბოლო ტურის წინ მეხუთე პოზიციას იკავებენ.

„მილანი“ – „ფროზინონე“ 2:0 (0:0)

გოლები: 1:0 პიონტეკი (57), 2:0 სუსო (66)

 

ბათუმის “დინამო” გალიდერდა