კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

მატს ჰუმელსი “დორტმუნდში” დაბრუნდა

მატს ჰუმელსი „დორტმუნდის“ ფეხბურთელია. აღნიშნული ინფორმაცია გერმამული გუნდის ვებგვერდმა ოფიციალურად დაადასტურა.

ჰუმელსი „დორტმუნდს“ სამწლიანი განშორების შემდეგ დაუბრუნდა, მიუნხენის „ბაიერნმა“ კი 30 წლის მცველის სანაცვლოდ 38 მილიონი ევრო მიიღო. ჰუმელსმა „რეკორდმაისტერის“ რიგებში 118 თამაშში 8 გოლი გაიტანა და გერმანიის ჩემპიონი სამჯერ გახდა.

„დორმტუნდში“ კი 2007-2016 წლებში თამაშობდა და 309 თამაშში 25 გოლის გატანაც შეძლო.

 

ფოტო – დორტმუნდის ტვიტერის გვერდი

 

ევროპის ჭაბუკთა ჩემპიონატი: 1 ოქროს და 1 ბრინჯაოს მედლის მოლოდინში