კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

    • Vbetnews

      ბოლო ამბები ფეხბურთის, კალათბურთის,ჩოგბურთის და რაგბის შესახებ

მარიამ ბოლქვაძე ქაიროში მიმდინარე ტურნირის წყვილთა თანრიგის ნახევარფინალშია

მარიამ ბოლქვაძე ქაიროში მიმდინარე ქალ ჩოგბურთელთა ტურნირის წყვილთა თანრიგის ნახევარფინალში ითამაშებს. ¼-ში ქართველი მოთამაშისა და ბელგიელ მარგუსზ ბოვის დუეტმა უკრაინელ ანასტასია კლიმენკოსა და ინდოელ სვარა კულკარნის წყვილს რო სეტში (6:4), (6:3) მოუგო. ½-ში ბოლქვაძე და ბოვი გვატემალის წარმომადგენლებს – მელისა მორალესსა და ანდრეა ვიდონს გაეჯიბრებიან.

ერთეულთა თანრიგის მეოთხედფინალურ შეხვედრაში კი მარიამ ბოლქვძე ჰოლანდიელ დომინიკ კარეგატთან სამ სეტში (6:7), (6:3), (3:6) დამარცხდა.

ქაიროში მიმდინარე შეჯიბრის საპრიზო ფონდი 15 000 დოლარს აღწევს.