კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

“მანჩესტერმა” სეზონში პირველი ქულები დაკარგა (ვიდეო)

Image source: Premier League

ინგლისის პრემიერლიგის მეორე ტური „ვულვერჰემპტონ ვონდერერსისა“ და „მანჩესტერ იუნაიტედის“ მატჩით დასრულდა.

როგორც მოსალოდნელი იყო, შეხვედრა საინტერესო და დაძაბული გამოდგა. ოლე გუნარ სოლსკიაერის გუნდი პირველ ტურში „ჩელსის“ განადგურების შემდეგ ზედიზედ მეორე გამარჯვების მოპოვებას აპირებდა, თუმცა „მგლებიც“ ქულებისთვის გავიდნენ მინდორზე.

ანგარიში 27-ე წუთზე ანტონი მარსიალმა გახსნა და სტუმრებმა ტაიმი მოიგეს. მაგრამ მეორე ნახევარის დასაწყისში რუბენ ნევეშმა წონასწორობა აღადგინა და როგორც შემდგომ გაირკვა, საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა.

შედეგად გუნდებმა თავ-თავიანთ აქტივს თითო ქულა შემატეს.

„ვულვზი“ – „მანჩესტერი“ 1:1

გოლები: 0:1 მარსიალი (27), 1:1 ნევეში (55)

 

მატჩის ვიდეომიმოხილვის ყურება შეგიძლიათ აქ.

 

რამდენი გამოიმუშავეს ქართულმა გუნდებმა ევროტურნირებზე და რა ქულები მოუტანეს საქართველოს