კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

“მანჩესტერი” ობლაკის სანაცვლოდ 120 მილიონს იხდის

ინგლისური „მანჩესტერ იუნაიტედი“ მადრიდის „ატლეტიკოს“ მეკარეს, იან ობლაკს ეპატიჟება. ბრიტანული მედიის ცნობით, „წითელი ეშმაკები“ მზად არიან სლოვენიელი მეკარის სანაცვლოდ თანხა არ დაიშურონ.

დასახელდა კონკრეტული ციფრიც – 120 მილიონი ევრო. ბოლო დროს დავიდ დე ხეამ შეცდომებს უმატა და გარდა ამისა, კონტრაქტის გახანგრძლივებასაც არ ჩქარობს. სწორედ ამიტომ, „იუნაიტედის“ ხელმძღვანელობამ თვალი ობლაკს დაადგა.

შეგახსენებთ, რომ იან ობლაკი „ატლეტიკოს“ ღირსებას 2014 წლიდან იცავს და მსოფლიოში თავის პოზიციაზე ერთ-ერთი საუკეთესოა. აღსანიშნავია, რომ “მანიუმ” 2011 წელს დავიდ დე ხეაც სწორედ “ატლეტიკოდან” შეიძინა.

ესპანეთის სუპერთასის ფორმატი შეიცვალა