კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

    • Vbetnews

      ბოლო ამბები ფეხბურთის, კალათბურთის,ჩოგბურთის და რაგბის შესახებ

“ლიონი” – “აიაქსი” (3:1). ფრანგების ფანტასტიური თამაში, და “აიაქსის” ფინალში გასვლა (ვიდეო)

ლიონი აიაქსი
  • ევროპის ლიგა, ნახევარფინალის საპასუხო მატჩი
    “ლიონი” – აიაქსი” 3:1 (პირველი მატჩი 1:4)
    “სტად დე ლიონის” სტადიონი, ლიონი

პირველი თამაშის შემდეგ ჰოლანდიურ გუნდს 3 გოლის უპირატესობა ქონდა. “აიაქსმა” ფრანგულ გუნდს (4:1) დაამარცხა და საფრანგეთში წყვილის ფავორიტად ჩავიდა.

“ლიონი” თამაში აქტიურად დაიწყო, თუმცა პირველი გოლი “აიაქსმა” გაიტანა, 27-ე წუთზე დოლბერგმა გახსნა ანგარიში. “ლიონმა” გააგრძელა შეტევები და 11-მეტრიანის დარტყმის უფლება მოიპოვა. 45-ე წუთზე ალექსანდრ ლაკაზეტმა გაათანაბრა ანგარიში, და ერთ წუთში უკვე დუბლის ავტორიც გახდა. პირველი ტაიმი (2:1) ანგარიშით დასრულდა.

მეორე ტაიმი “ლიონის” შეტევებით დაიწყო და 81-ე წუთზე გეზალმა მესამე გოლი გაიტანა (3:1). 84-ე წუთზე ვერგივერმა წითელი ბარათი  მიიღო და “აიაქსი” 10 ფეხბურთელით გააგრძელა თამაში. ბოლო წუთებზე “ლიონი” შტურმზე წავიდა და რამდენიმე სახიფათო მომენტი შექმნა, თუმცა გოლის გატანა ვერ შეძლო.

“აიაქსი” ევროპის ლიგის ფინალში გავიდა და 24 მაისს სტოკჰოლმის “ფრენდs არენაზე”  “მანჩესტერ იუნაიტედს” შეხვდება.