კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

ლეონიდ სლუცკი: “ხვიჩა შესაძლებლობების ზღვარის გარეშე ფეხბურთელია”

სლუცკიმ კვარაცხელიაზე ისაუბრა

Image source: rubin-kazan.ru

 

ყაზანის “რუბინის” მთავარმა მწვრთნელმა ლეონიდ სლუცკიმ საქართველოს ეროვნული ნაკრების ახალგაზრდა შემტევის ხვიჩა კვარაცხელიას ტალანტის შესახებ ისაუბრა.

“არ ვიცი თუ როდის გავფრინდებით, მაგრამ აქ ტყუილად  არ ვარ, რადგან აქ ხვიჩა კვარაცხელია არის. შემდგომში უკვე ეს აზრი მხოლოდ გამიძლიერდა თავში. რა განსხვავებაა მასსა და სხვებს შორის? ჩემთვის მნიშვნელოვანია ისეთ ფეხბურთელს შეხვდე, რომელიც შესაძლებლობების ზღვარის გარეშე. მოთამაშეთა 95%-ს, რომელთანაც მუშაობ, აქვს გარკვეული სახის შეზღუდვა – მენტალიტეტი, სიჩქარე, ტექნიკური კომპონენტი, ანთროპომეტრიული მონაცემები, ფიზიკური. ხვიჩას ასეთი ჭერი არ აქვს.

ვის ჰგავს ხვიჩა?

ხვიჩა ედენ აზარს ჰგავს. მე მას არ ვავარჯიშებდი, მაგრამ მახსოვს, “ცსკა”-ში მუშაობისას „ლილის“ წინააღმდეგ რომ ვეთამაშეთ იმ დროს  ახალგაზრდა აზარმა გამაოცა”, განაცხადა სლუცკიმ.

 

 

 

წყარო – sport.business-gazeta.ru

 

 

 

 

 

 

ბორჯღალოსნების სამწვრთნელო შტაბმა 23-კაციანი შემადგენლობა დაასახელა