კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

კვირკველიამ და კვარაცხელიამ რუსეთის თასი მოიგეს (ვიდეო)

მოსკოვის „ლოკომოტივის“ შემადგენლობაში საბა კვირველია და ხვიჩა კვარაცხელია რუსეთის თასის გამარჯვებულები გახდნენ.

ფინალური შეხვედრა იური სიომინის გუნდმა სამარაში „ურალის“ წინააღმდეგ ჩაატარა და 1:0 გაიამრჯვა. კვირკველია დისკვალიფიკაციის გამო განაცხადში არ ყოფილა, ხოლო კვარაცხელია მოედანზე მხოლოდ მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში გამოჩნდა.

კვირკველიამ რუსეთის თასი “რკინიგზელთა“ რიგებში მეორედ მოიგო, ხოლო კვარაცხელიასთვის ეს პირველი ტიტულია. „ლოკომოტივმა“ კი რუსეთის თასი მერვედ მოიპოვა.

 

დე ხეა “მანჩესტერს” დატოვებს